ამაღლება (2010 წლის 16 ნოემბრამდე - „განახლება“) - სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (ამაღლება, სამება). მდებარეობს გურიის ქედის სამხრეთით, ზღვის დონიდან 200 მ. სოფელში არის საჯარო სკოლა.
istoria
1880 წელს სოფელში გაიხსნა ორკლასიანი სკოლა, ხოლო 1914 წელს - სოფლის ბიბლიოთეკა. ამაღლების სასოფლო საზოგადოებაში 1883 წელს ცხოვრობდა 2212 ადამიანი, იდგა 5 ეკლესია და მოქმედებდა ერთი, გურიის უდაბნოს მონასტერი. 1902 წელს საზოგადოებაში ცხოვრობდა 4215 ადამიანი. 1912 წელს სოფელში გაიხსნა საკრედიტო ამხანაგობა, რომელშიც 2000 ადამიანი იყო გაწევრებული. 1914 წელს ამაღლების სასოფლო საზოგადოებაში ცხოვრობდა 4501 ადამიანი.
demografia
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 598 ადამიანი.